ესტონური სატვირთო ხომალდი, რომელსაც ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, ჩაიძირა

საქართველო, თბილისი - 20:20 | 03.03.2022
ნანახია: 370

ქალაქ ოდესის სიახლოვეს სატვირთო ხომალდი Helt-ი, რომელი ესტონურ კომპანია  Vista Shipping Agency AS- ს ეკუთვნოდა და პანამის დროში ქვეშ დაცურავდა, ჩაიძირა, იუწყება უკრაინული მედია.

მას რუსმა ოკუპანტებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი დაატყვევეს. 

„ხომალდი ჩაიძირა. ეკიპაჟის ორი წევრი სამაშველო ნავზე იმყოფება, დანარჩენი ოთხი წევრი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. არ ვიცი სად იმყოფებიან“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იგორ ილვესმა.

ოდესასთან უკრაინის შეიარაღებულ ძალები მედგარ წინაარმდეგობას უწევენ რუსეთის საოკუპაციო ძალებს. უკრაინის ხელისუფლებამ 2 მარტს განაცხადა, რომ ხომალდი რუსმა ოკუპანტებმა დაატყვევეს. რუსეთის ფლოტი მას დაცვის მიზნით ფარად იყენებდა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე