ვილნიუსში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩოა განთავსებული, უკრაინის გმირების სახელი მიენიჭება

საქართველო, თბილისი - 17:56 | 03.03.2022
ნანახია: 398

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩოა განთავსებული, უკრაინის გმირების სახელი მიენიჭება.

ამის შესახებ ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი ფეისბუქზე წერს.

„რუსეთი საელჩო, მოემზადე სავიზიტო ბარათების შეცვლისთვის: უკრაინის გმირების ქუჩა - 2“, - წერს ის.

„ამიერიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა პატივი უნდა მიაგონ უკრაინელ გმირებს. და ის, ვინც წერილს გაგზავნის საელჩოში, მოუწევს დაფიქრდეს რუსული აგრესიის მსხვერპლებზე, უკრაინელ გმირებზე“, - წერს შიმაშიუსი.

ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ ლიეტუვის ფოსტა არ გაგზავნის წერილებს, თუ მისამართი არასწორად იქნება მითითებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე