Reuters: ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადებს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 15:22 | 03.03.2022
ნანახია: 352

ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადებს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, 28 თებერვალს, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი.

1-ელ მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოუწოდა ევროკავშირის სტრუქტურებს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად.

პარალელურად, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმაც განაცხადა, რომ მისი მთავრობაც გააკეთებს ევროკავშირში წევრობის განაცხადს, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

2 მარტს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე