გერმანიამ რუს მილიარდერს ძვირადღირებული იახტა ჩამოართვა

საქართველო, თბილისი - 13:33 | 03.03.2022
ნანახია: 330

გერმანიის ხელისუფლებამ, უკრაიანში რუსეთის ინტერვენციის გამო, ევროკავშირის სანქციათა ფარგლებში, რუს მილიარდერს ალიშერ უსმანოვს იახტა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

რუსი ოლიგარქის იახტა 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ ჰამბურგის გემთსაშენ ქარხანაში რემონტისთვის იყო დატოვებული.

იახტის გარდა უსმანოვი ფლობს ვილებს ლონდონში, მიუნხენსა და მონაკოში.

156 მეტრი სიგრძის იახტის ღირებულება 600 მლნ დოლარად არის შეფასებული. იახტა ოლიგარქისთვის 2016 წელს გერმანიის გემთსაშენმა კომპანია Lürssen-მა ააგო. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ის მსოფლიოში  ყველაზე დიდძრავიანი იახტაა, მისი ეკიპაჟი 96 წევრისგან შედგება. იახტა აღჭურვილია უდიდესი აუზით, ორი ვერტმფრენის მოედნით, აუზით, სილამაზის სალონითა და სატრენაჟორო დარბაზით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე