რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 9 ათასი სამხედრო დაკარგა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 03.03.2022
ნანახია: 378

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 9 თასამდე სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის სახმელეთო ჯარები ავრცელებს.

რუსმა ოკუპანტებმა ასევე დაკარგეს 217 ტანკი, 90 საარტილერიო სისტემა, 42 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 11 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება, 30 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი, 374 საავტომობილო ტექნიკა, 2 მსუბუქი ჩქაროსნული კატერი, 60 საწვავის ავზი, 3 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი მოქალაქეებს მტრისთვის ტოტალური წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს. გენშტაბში აცხადებენ, რომ უპირველესად მნიშვნელოვანია მტერს ზურგიდან მხარდაჭერა მოუსპონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე