მსოფლიო ბანკში რუსეთის წარმომადგენელმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 03.03.2022
ნანახია: 364

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველმა რუსეთიდან, ბორის ლვოვმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრეცელებს.

ლვოვი გახდა პირველი მაღალჩინოსანი საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელმაც პოსტი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის პროტესტის ნიშნად დატოვა.

 „მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მე ვეღარ შევძლებ წარმოვადგენდე ჩემს ხელისუფლებას და იძულებული ვარ პოსტი დავტოვო“, - განუცხადა გამოცემას რუსეთის წარმომადგენელმა.

ლვოვი მსოფლიო ბანკში 24 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. მან Financial Times-ს განუცხადა, რომ ოფიციალურად დატოვა პოსტი და ეს მისთვის უმნიშვნელო მსხვერპლია იმასთან შედარებით, რასაც ახლა განიცდიან ადამიანები უკრაინაში, ასევე ისინი, ვინც რუსეთში ამ ომის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ.

იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სადაც წარმოდგენილია რუსეთი, დაგმეს უკრაინაში რუსეთის აგრესია, რუსი მოხელეები საჯაროდ განაგრძობენ რუსეთის ხელოსუფლების მხადაჭერას და დუმილს ინარჩუნებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე