ბრიტანეთის ინიციატივით, 38 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 09:35 | 03.03.2022
ნანახია: 487

38 ქვეყანა, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს, – ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

„დღეს, 38-მა ქვეყანამ მთელი მსოფლიოდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრისგამო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პუტინი ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად ვერ ჩაიდენს“, - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

სასამართლოში მიმართვას გაერთიანებული სამეფოს გარდა, ასევე მხარი დაუჭირა საქართველომ, ალბანეთმა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინდეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლუქსემბურგმა, მალტამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე