შეერთებული შტატები არ აპირებს სტრატეგიული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას

საქართველო, თბილისი - 00:50 | 03.03.2022
ნანახია: 573

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ არ აპირებს თავისი სტრატეგიული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას.

„რაც შეეხება ვლადიმირ პუტინის განცხადებებს ბირთვული ძალების შესახებ, ჯერ ერთი, როგორც იცით, რუსეთი და აშშ დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მოყვება დამანგრეველი შედეგები მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ბლინკენმა პუტინის ბრძანების კომენტირებისას რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის შესახებ. „პროვოკაციული განცხადებები ბირთვული იარაღის შესახებ წარმოადგენს უდიდეს უპასუხისმგებლობას, ეს სახიფათოა, ზრდის არასწორი გათვლის ალბათობას, ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული. ჩვენ შევაფასეთ პრეზიდენტ პუტინი და მისი განცხადებები, და ამ მომენტისთვის ვერ ვხედავთ მიზეზს შევცვალოთ სტარტეგიული ძალების მზადყოფნის დონე“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე