H&M რუსეთში გაყიდვებს აჩერებს

საქართველო, თბილისი - 23:50 | 02.03.2022
ნანახია: 510

მსოფლიოში სიდიდით მეორე ტანსაცმლის საცალო გაყიდვების შვედური ბრენდი H&M, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთში გაყიდვებს აჩერებს.

H&M-ის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული ტრაგიკური მოვლენებით და "დგას ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ტანჯვას განიცდის".

"H&M Group-მა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს ყველა გაყიდვა რუსეთში", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, H&M-მა დახურა თავისი მაღაზიები უკრაინაში პერსონალისა და მომხმარებლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე