რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში 498 რუსი სამხედროა დაღუპული

საქართველო, თბილისი - 21:22 | 02.03.2022
ნანახია: 559

რუსული პროპაგანდისტული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში  რუსულმა მხარემ 498 სამხედრო დაკარგა.

„უკრაინის ნაციონალისტებისა და ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგი შეადგენს 2 870-ს, დაჭრილია 3 700. მხოლოდ დადასტურებული მონაცემებით, უკრაინის დატყვევებული ძალოვანი უწყებების სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა შეადგენს 572 ადამიანს.  სამწუხაროდ, დაიღუპა 498 რუსი სამხედრო მოსამსახურე. მათ ოჯახებს შეძლებისდაგვარად გავუწევთ დახმარებას. ასევე დაჭრილია ჩვენი 1 597 ამხანაგი“, - ამბობს ოკუპანტი კოშანეკოვი.

კიევის მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად,  რუსეთის საოკუპაციო ძალების 5 840 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე