გერმანიის კანცლერი უკრაინის ომში ნატო-ს ძალების ჩართვას გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 19:14 | 02.03.2022
ნანახია: 495

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში ნატო-ს ჩართვას გამორიცხავს. ამის შესახებ მან იერუსალიმში ისრაელის პერმიერ-მინიდტრთან ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მოცემულ სიტუაციაში ეს არასწორი იქნებოდა“, - აღნიშნა მან.

კანცლერის თქმით, დღეს საუბარია ძალიან სახიფათო სიტუაციაზე, რადგან კონფლიქტში ჩართულია  ბირთვული სახელმწიფო. შოლცის აზრით, შექმნილ მდგომარეობაში დასავლეთმა დაიკავა სწორი პოზიცია თანმიმდევრულობასა და აიცილებელ სიფრთხილეს შორის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე