უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი რუსული გამანადგურებელი ჩამოაგდო

საქართველო, თბილისი - 17:08 | 02.03.2022
ნანახია: 395

უკრაინის საჰაეროს ძალები სარდლობის განცხადებით, ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის ოლქში ორი რუსული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო.

მათივე ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ამ ბრძოლაში МиГ-29-ის ტიპის მოიერიშე დაკარგა. მისი პილოტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

"საჰაერო ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინის ცა გაასუფთავონ მტრის თვითმფრინავებისგან", - აცხადებს სარდლობა.

რუსულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.