კიევის მეტროში პოლიციამ დივერსანტები დააკავა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 02.03.2022
ნანახია: 364

კიევში ეროვნული პოლიციამ მეტროსადგურში ხუთი დივერსანტი დააკავა.

უკრაინის დედაქალაქში მეტროსადგურები მოქალაქეების თავშესაფრად გამოიყენება. ამიტომ იქ პოლიციის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში უსაფთრხოების ზომებს იღებენ.

ერთ-ერთ მეტროსადგურში ეროვნული პოლიციის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა.

გაჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ბავშვის სათამშოში დამალული საბრძოლო მასალა იპოვეს. დაკავებულებს შორის ბელარუსის მოქალაქეებიც არიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე