ზელენსკი ქვეყნებს მოუწოდებს შეუერთდნენ ომის საწინააღმდეგო კოალიციას

საქართველო, თბილისი - 15:14 | 02.03.2022
ნანახია: 657

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დრჩნენ ნეიტრალურები და შეურთდნენ ომის საწინააღმდეგო კოალიციას.

„ამ დროის განმავლობაში ჩვენ გავაერთიანეთ ევროკავშირი ახალ დონეზე. ფორმალურზე მაღლა.

ომის ექვსი დღეა - როგორც ოცდაათი წელი. ამიტომ ევროკავშირი გვპასუხობს „დიახ“.

ჩვენ დავიწყეთ ევრკოვაშირში გაწევრიანების სპეციალური დაჩქარებული პროცედურა.

ჩვენი დიპლომატები და ჩვენი მეგობრები აერთიანებენ მოსფლიოს უკრაინისთვის უფრო მეტად. ნეიტრალურმა შვეიცარიამაც კი მხარი დაუჭირა ევროკავშირს რუსი ოლიგარქების, თანამდებობის პირების, თავად სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ვიმეორებ: ნეიტრალური შვეიცარია!

რას ელოდებიან სხვა ქვეყნები? ომის საწინააღმდეგო კოალიციას შეურთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე