იანუკოვიჩი მინსკში იმყოფება, კრემლს მისი უკრაინის "პრეზიდენტად" გამოცხადება სურს - უკრაინული მედია

საქართველო, თბილისი - 14:26 | 02.03.2022
ნანახია: 343

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში იმყოფება. უკრაინული მედია დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს.

აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ცდილობენ ის უკრაინის“პრეზიდენტად“ გამოაცხადონ.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ გავცელებული ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლი უკრაინაში იანუკოვიჩის დაბრუნების საინფორმაციო ოპერაციას, ან უახლოეს ხანებში უკრაინელი ხალხისადმი მისი მიმართვის გავრცელებას ამზადებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე