რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს - უკრაინული მედია

საქართველო, თბილისი - 13:47 | 02.03.2022
ნანახია: 378

უკრაინული მედია იუწყება, რომ ქალაქ ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ძალები შევიდნენ.

გავრცელებული ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს ქალაქი რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი. ქალაქის მერის იგორ კოლიხაევის თქმით, გასული ღამის განმვალობაში ხესრონში ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

ამასთან, იგორ კოლიხაევი უკრაინის პრეზიდენტს „მწვანე დერეფნის“ გახსნას სთხოვს, ქალაქიდან ცხედრების გასატანად და ხერსონში პროდუქტების შესატანად. კოლიხაევი აცხადებს, რომ გარდაცვლილები და დაშავებულები არიან როგორც სამხედროებს, ისე მშვიდობიან მოსახლოებას შორის. მისივე თქმით, ქალაქში ასობით ცხედარია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე