რუსეთის საოკუპაციო ძალები ხარკოვის დაბომბვას აგრძელებენ

საქართველო, თბილისი - 13:28 | 02.03.2022
ნანახია: 395

რუსეთის საოკუპაციო ძალები ხარკოვის ცენტრს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ.  

ქალაქაში აფეთქებები იყო ცენტრიდან 1,5 კმ-ის დაშორებით.  

დაბომბვის შედეგად დაიწვა უნივერისტეტი და ეროვნული პოლიციის შენობა. ასევე  ოკუპანტები თავს დაესხნენ სამხედრო ჰოსპიტალს.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ზოგიერთი მედია 21 დაღუპულისა და 112 დაშავებულის შესახებ იტყობინება, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.

მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვში მტერმა გადასხა დესანტი, რომელესაც უკრაინული ძალების მედგარ წინააღდეგობას უწევს.

განგაშის სიგნალის და აფეთქებების ხმა ​მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა კიევში, ვინიცაში, მარიუპოლსა და ჟიტიმორში. რუსულმა ჯარებმა ქალაქი აიღეს ხერსონი, დაიკავეს სუმის რეგიონის ქალაქი ტროსტიანეც.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე