კადიროვის ჯგუფი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის, განადგურებულია - ოლექსი დანილოვი

საქართველო, თბილისი - 20:47 | 01.03.2022
ნანახია: 412

განადგურდა კადიროვის ჯგუფი, რომელიც სპეციალურად პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციისთვის წავიდა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი.

"ჩვენთვის უკვე ცნობილია სპეცოპერაცია, რომელიც კადიროველებს უნდა გაეტარებინათ. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია FSB-ის წარმომადგენლებისგან, რომლებსაც არ სურთ ამ სისხლიან ომში მონაწილეობა. კადიროვის ჯგუფი, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის. დაკგუფება მთლიანად განადგურებულია“, - განაცხადა დანილოვმა.

"ჩვენ არავის მივცემთ ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს ქვეყანას. ეს ჩვენი მიწაა, წადით აქედან", - დასძინა დანილოვმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე