მსახიობი ალეკო ალავიძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:52 | 16.02.2016
ნანახია: 4805

„ახმეტელის თეატრის“ მსახიობი ალეკო ალავიძე 73 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაყურებელს ის მრავალი სპექტაკლიდან და ასევე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ახსოვს. ნათამაშები აქვს 40-ზე მეტ სპექტაკლში და გადაღებულია ფილმებში.

„ძველმოდური კომედია“, „ღუზა ჩაუშვი ანგელოზო“, „მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტი“, „ვერაგობა და სიყვარული”, „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”, „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“, „მეფე ლირი თავშესაფარში“  - ეს არის იმ სპექტაკლების მცირე ჩამონათვალი, სადაც მსახიობ ალეკო ალავიძეს უთამაშია.

მსახიობი „ახმეტელის თეატრის“ დასში 1981 წლიდან მოღვაწეობდა.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე