ევროკავშირი უკრაინას 70 სამხედრო თვითმფრინავს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 11:04 | 01.03.2022
ნანახია: 372

უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროკავშირის დახმარების ფარგლებში 70 სამხედრო თვითმფრინავს მიიღებს. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ჩვენი პარტნიორები გადმოგვცემენ მიგ-29-სა და სუ-25-ს! აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი ბაზირება პოლონეთის აეროდრომებზე, რომლებიდანაც უკრაინელი მფრინავები საბრძოლო ამოცანებს შეასრულებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის სამხედრო ძალების ცნობით, თვითმფრინავებს უკრაინა ევროკავშირის სამი ქვეყნისგან მიიღებს. პოლონეთი გადასცემს მიგ-29 ტიპის 28 თვითმფრინავს, სლოვაკეთი – მიგ-29 ტიპის 12 თვითმფრინავს, ხოლო ბულგარეთი მიგ-29 ტიპის 16 თვითმფრინავსა და სუ-25 ტიპის 14 თვითმფრინავს.

ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად და მისაწოდებლად 450 მილიონი ევრო გამოყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე