კიევის მახლობლად რუსმა ოკუპანტებმა სამშობიარო დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 09:49 | 01.03.2022
ნანახია: 366

კიევის მახლობლად რუსმა ოკუპანტებმა სამშობიარო დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინულია მედია სამშობიარო სახლის დირექტორ ვიტალი გირინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველა მეკითხება, რა მდგომარეობაშია სამშობიარო. მადლობა მხარდაჭერისთვის. სამშობიაროს მოხვდა ჭურვი, დაზიანება დიდია, მაგრამ შენობა დგას“, - წერს გირინი Facebook-ზე.

მისი თქმით, სამშობიაროში მყოფები საიმედო ადგილზე გადიაყვანეს. „მთავარია, რომ არავის მოსვლა და ვინმეს წაყვანა არ არის საჭირო. ყველა საიმედო და უსაფრთხო ადგილზეა. ეს ასეა“, - წერს გირინი.

 სამშობიარო ჟიტომირის მაგისტრალზე, კიევის მახლობლად მდებარეობს. ამ რაიონში უკვე რამდენიმე დღეა გძელდება შეუპოვარი ბრძოლები, რადგან მტერი ცდილობს უკრაინის დედაქალაქი დასავლეთისა და სამხეთ-დასავლეთის მხრიდან ალყაში მოაქციოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე