ქალაქ ახტირკაში სამხედრო ნაწილს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 70-მდე უკრაინელი ჯარისკაცი

საქართველო, თბილისი - 09:37 | 01.03.2022
ნანახია: 369

უკრაინაში, სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში სამხედრო ბაზას რუსმა ოკუპანტებმა მასირებული ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 70 ჯარისკაცი. ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გუშინ მტრის არტილერიამ სამხედრო ნაწილს დაარტყა. ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა გრძელდება.   მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და მოხალისეები. დაღუპული ბევრია. ახლა ამზადებენ საფლავებს. გარდაცვლილია 70-მდე უკრაინელი მებრძოლი“, – ნათქვამია საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.

ჟივიცკი ასევე აღნიშნავს, რომ დიდი დანაკარგია მოწინააღმდეგის მხარეს.

„ქალაქში რუსების ბევრი ცხედარია. ვაგროვებთ. წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გაქვთ და სახლში აბრუნებენ“, - წერს ჟივიცკი.

ამასთან, ის აქვეყნებს ოკუპანტების მიერ დანგრეული სამხედრო ნაწილის ფოტოებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე