8 ქვეყანა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 00:37 | 01.03.2022
ნანახია: 521

8 ქვეყანა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, - ამის შესახებ ნათქვამია წევრი ქვექყენბის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა, სლოვაკეთისა და სლოვენიის ლიდერები.

მათი განცხადებით, უკრაინას დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ევროკავშირში გაწევრიანების საშუალება, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე