რა მიხარია, შე იდიოტო, უკრაინაში ომი? - მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველო, თბილისი - 20:00 | 28.02.2022
ნანახია: 413

"რა მიხარია, შე იდიოტო, უკრაინაში ომი? - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება."რა მიხარია, შე იდიოტო, უკრაინაში ომი?

პირველად ცხოვრებაში, ვეღირსე ნამდვილ კარგ სახლს, თქვენგან განსხვავებით არა მოპარული ფულით. გუშინ იმ სახლთან რუსულმა BTR-ებმა ჩაიარეს. ხვალ ალბათ შიგნით შევლენ და ჩემს საწოლში დაიძინებენ. ასვეე, ჩავლენ ჩემს ღვინის მარანში და ყველაფერს გამოწრუპავენ და ეს შემიძლია, მიხაროდეს?!

მე ვარ უკრაინელი ოფიციალური პირი და მომეპყარით სათანადოდ, თუ ჩემს პრეზიდენტობას არ სცემთ პატივს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე