ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ ესაუბრა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 28.02.2022
ნანახია: 367

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

"მქონდა სატელეფონო საუბარი ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლოების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ“, -წერს სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი.

მანამდე, „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა „ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე