ხარკოვს უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს

საქართველო, თბილისი - 16:21 | 27.02.2022
ნანახია: 433

ხარკოვს უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. იუწყება უკრაინული მედია.

ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ქალაქის გაწმენდა.

 „რუსი მტერი სრულიად დემორალიზებულია. უშუალოდ ხარკოვში, შუა გზაზე მიატოვეს ტექნიკა, უკრაინის არმიას ნებდებიან 5-10-კაციანი ჯგუფები. როგორც კი დაინახავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ წარმომადგენელსაც კი - ნებდებიან“, - აღნიშნავს სინეგუბოვი.

„რუსი აგრესორების შეტევა გრძელდება ლიპეცკის, ვოლჩანსკისა და ბელგოროდის მიმართულებით. ვაფიქსირებთ რუსული ტექნიკის ცალკეულ კოლონებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები თავის პოზიციებზე აწარმოებენ აქტიურ ბრძოლებს“, - წერს სინეგუბოვი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე