უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა

საქართველო, თბილისი - 15:26 | 27.02.2022
ნანახია: 402

უკრაინამ გაეროს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელით მიმართა და საქმის დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.

„უკრაინამ სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ტერმინ გენოციდის ცნების მანიპულაციისათვის , რაც აგრესიის გასამართლებლად  გამოიყენა. გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამრთლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, - წერს ზელენსკი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე