საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 26.02.2022
ნანახია: 349

საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 909 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 926 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 408, „პისიარ“- ტესტით – 13 518.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 18.38%, ბოლო 14 დღის – 27.63%, ბოლო შვიდი დღის – 23.93%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 598 172 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 477 481 გამოჯანმრთელდა, 16 097 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია ოთხი, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 754 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 574 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე