კიევში მტრის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 06:24 | 25.02.2022
ნანახია: 335

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევში შევიდნენ რუსეთის დივერსიული ჯგუფები. მისივე თქმით, რუსეთის სამიზნე ის და მისი ოჯახია. ზელენსკი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კომენდანტის საათის წესები და გამოიჩინონ სიფრთხილე.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ კიევში შემოვიდნენ მტრის დივერსიული ჯგუფები. ამიტომ ვთხოვ კიეველებს: გამოიჩინონ სიფრთხილე, დაიცვან კომენდანტის საათის წესები. მე ვრჩები სამთავრობო კვარტალში სხვებთან ერთად... ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მტრისთვის ნომერ პირველი სამიზნე ვარ, მეორე კი - ჩემი ოჯახი. მათ სურთ სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით, პოლიტიკურად გაანადგურონ უკრაინა“, - თქვა ზელენსკიმ.  

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, რუსეთის თავასხმის შედეგდ დაღუპულია 137 სამხედრო, მათ შორის 10 ოფიცერი, დაჭრულია 316 ჯარისკაცი. „ჩვენს კუნძულზე, ზმეინიზე, რომელსაც ჩვენი ბიჭები ბოლომდე იცავდნენ, გმირულად დაეცნენ, თუმცა მტერს არ დანებდნენ. დაღუპულებს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ. სამუდამო ხსოვნა მათ, ვინც უკრაინას თავი შესწირა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე