ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვდგავართ მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით და ვლოცულობთ მათთვის - სახალხო დამცველი

საქართველო, თბილისი - 19:07 | 24.02.2022
ნანახია: 353

ჩვენ ვგმობთ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ, აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება არის მიუღებელი აგრესიის აქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. ომი დამანგრეველია და იგი ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ადამიანის უფლებათა არნახული მასშტაბით დარღვევებს.

"ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვდგავართ მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით და ვლოცულობთ მათთვის. მთელი ჩემი ოფისის სახელით მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი მხარდაჭერა პირადად უკრაინის ომბუდსმენის ქალბატონ ლუდმილა დენისოვას და მთელი მისი ოფისის მიმართ.

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს", აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე