უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ იგი მსოფლიო ტრაგედიად იქცევა - ილია მეორე

საქართველო, თბილისი - 12:41 | 24.02.2022
ნანახია: 337

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

პატრიარქი „ტვიტერში“ წერს, რომ საომარი მოქმედებები დროულად უნდა შეჩერდეს.

„უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ იგი მსოფლიო ტრაგედიად იქცევა“, – წერს პატრიარქი.

24 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე