საქართველოში კორონავირუსის 8 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 24.02.2022
ნანახია: 249

საქართველოში კორონავირუსის 8 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 206 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 936, „პისიარ“-ტესტით – 13 982.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,9%, ბოლო 14 დღის – 29,17%, ბოლო შვიდი დღის – 26,71%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 584 454 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 447 969 გამოჯანმრთელდა, 16 022 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 808 278 აცრა, დღიურად აცრილია 2 901.

კარანტინის რეჟიმშია შვიდი, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 096 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 781 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე