საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 23.02.2022
ნანახია: 326

საქართველოში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 7 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 504 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 251, „პისიარ“ ტესტით – 15 253.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 25,26%, ბოლო 14 დღის – 29,89%, ბოლო შვიდი დღის – 27,73%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 575 999 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 429 763 გამოჯანმრთელდა, 15 981 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 804 965 აცრა, დღიურად აცრილია 3 294.

კარანტინის რეჟიმშია 7, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 252 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 835 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე