უკრაინასა და საქართველოს ორივეს ქრონიკული დაავადება გვაქვს, რომელსაც რუსეთი ჰქვია - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 14:26 | 22.02.2022
ნანახია: 303

უკრაინასა და საქართველოს ორივეს ქრონიკული დაავადება გვაქვს, რომელსაც რუსეთი ჰქვია და ჯერ ვერაფერს ვუშვებით, არც განკურნების წამალია მოგონილი, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ბევრი რამე არ ვიცი, რაც ახლა ხდება. შეგვიძლია, რუსეთის პრეზიდენტის განცხადება შევაფასოთ. უკრაინას და საქართველოს იდენტური მდგომარეობა აქვს, ორივეს გვაქვს ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჰქვია – რუსეთი და ჯერ ვერაფერს ვუშვებით, არც განკურნების წამალია მოგონილი, ამიტომ, რაღაცნაირად ამ დაავადებასთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივიღოთ და მომავალში შევძლოთ განკურნება.

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს – ეს იქნება ეკონომიკა, სასამართლო, თუ ჩვენი ცხოვრების წესი. უნდა გავიდეთ რუსეთის ფედერაციიდან და იმ წარსულიდან, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს ჩვენ და რუსეთის ფედერაციას. მგონი, ეს არის გამოსავალი. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დასავლეთის და თავად უკრაინის პოზიცია იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. ჩვენი ქმედებები სინქრონში უნდა იყოს ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა გუშინ, 21 თებერვალს აღიარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე