საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 21.02.2022
ნანახია: 330

საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 351 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 329, „პისიარ“ ტესტით – 7 022.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 26,02%, ბოლო 14 დღის – 31,28%, ბოლო შვიდი დღის – 29,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 553 668 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 407 776 გამოჯანმრთელდა, 15 888 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 797 346 აცრა, დღიურად აცრილია 342.

კარანტინის რეჟიმშია 12, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 585 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 896 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე