საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 17.02.2022
ნანახია: 432

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 729-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 15 644 პირს დაუდასტურდა, 24 110 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე