საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 17:19 | 16.02.2022
ნანახია: 393

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ერთიანობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს.

"საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების წინაშე. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოცხადდა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში, უკრაინის საელჩოშიც გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა.

ღონისძიებაზე დავით ზალკალიანმა უკრაინისა და მოძმე უკრაინელი ხალხის სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე