ბადრი ჯაფარიძის დაბრუნება ძალიან სამართლიანი იქნება, რადგან პარლამენტიდან გუშინ უსამართლოდ გაუშვეს - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 13:18 | 16.02.2022
ნანახია: 423

პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის დაბრუნება ძალიან სამართლიანი იქნება, რადგან პარლამენტიდან გუშინ უსამართლოდ გაუშვეს, - ამის შესახებ ოპოზიციონრმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„დავუჭერთ თუ არა მხარს? – სპეციფიკური პარტია ვართ, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს არ ეუბნება, ვინ შემოხაზოს იმ შემთხვევაში, როცა არჩევნებში „გირჩი“ არ მონაწილეობს. მე და ჩემს ამომრჩეველს ის გვაერთიანებს, რომ პირველი არჩევანია „გირჩი“, ამის იქით ვინმეს ვინმეს შემოხაზვა მოვუწოდოთ, ჩვენი საქმე არაა. პარლამენტში ბადრი ჯაფარიძის დაბრუნება ძალიან სამართლიანი იქნება, რადგან პარლამენტიდან გუშინ უსამართლოდ გაუშვეს. მისთვის მანდატის შეჩერება ბადრი ჯაფარიძის შანსებს ზრდის. მგონია, რომ ეს ისტორია ამ პროცესში თანდათან გამოიკვეთება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად გუშინ შეუწყვიტა. „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე