მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 18:29 | 15.02.2022
ნანახია: 418

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის კაცს, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იყო გადაყვანილი, კლინიკაში შესვლისას გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მეორე დაშავებულის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. ის კონტაქტურია და ღუდუშაურის კლინიკაში გადის მკურნალობას.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე