კორონავირუსის პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა - თამარ გაბუნია

საქართველო, თბილისი - 12:44 | 15.02.2022
ნანახია: 435

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და სხვა მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აკეთებს.

თამარ გაბუნიას თქმით, აღნიშნულზე საფუძვლიანი საუბარი შესაძლებელი იქნება კიდევ ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ.

„ამ დილით დაფიქსირდა კორონავირუსის 19 000 ახალი შემთხვევა, რაც გასული სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია. ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად, მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში, მიმდინარეობაში გადავიდა. ეს გარკვეულწილად იმედმომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე მაინც უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, ვიდრე ჩვენ გვექნება საფუძველი, ვთქვათ, რამდენად გადაილახა, რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე