დიღმის მასივში ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 12:12 | 15.02.2022
ნანახია: 333

თბილისში, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის, ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანია დაშავებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია, რომელიც სავარაუდოდ ბინაშ გაზის გაჟონვას უკავშირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე