გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ბანკი „მეწარმე ქალთა სკოლას“ იწყებენ
საქართველო, თბილისი - 12:00 | 14.02.2022 ნანახია: 560ბიზნესში ქალთა ლიდერობის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ბანკმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ისინი უპრეცედენტო დახმარებას გაუწევენ ქალების მიერ შექმნილ ორასამდე დამწყებ საწარმოს, რაც მცირე და საშუალო ბიზნეს-გარემოში თამაშის წესების შეცვლას შეუწყობს ხელს.
„მეწარმე ქალთა სკოლა“, რომელიც ამ პარტნიორობის ფარგლებში დაარსდება, მეწარმე ქალებს მათი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს, ბიზნესის ხელშეწყობის 360-გრადუსიან მიდგომას, შესთავაზებს. ეს უნიკალური მოდელი ახლად შექმნილი საწარმოს მხარდაჭერის სრულ ციკლს ითვალისწინებს და ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე წვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.
„მეწარმე ქალთა სკოლა“ საქართველოს ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნება. სკოლის შექმნა და განვითარება განხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.
გაეროს განვითარების პროგრამასა და საქართველოს ბანკს შორის დადებული შეთანხმების ხელმოწერას UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა შპოლიარიჩ ეგერი დაესწრო, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად, ნიუ-იორკიდან შეუერთდა.
„გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე ბიზნესის იმპერატივია. ეს კომპლექსური საკითხია, რომლის გადაწყვეტა სხვადასხვა გზით შეიძლება. ქალებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი მომავალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებას სხვას ვერ ანდობენ. მივესალმებით ამ მხრივ კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით თუკი ჩვენი პარტნიორობის შედეგად მეწარმე ქალები პროფესიულ ზრდასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას შეძლებენ“, - განაცხადა მირიანა შპოლიარიჩ ეგერმა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა და საქართველოს ბანკის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.
„საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. „მეწარმე ქალთა სკოლა“ გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობითა და, წინასწარი მოკვლევის შედეგად, მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, რაზეც პროგრამა იქნება კონცენტრირებული. ესენია: განათლება, მხარდაჭერა და ქოუჩინგი, გამოცდილების მიღება და თანამშრომლობა. დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალთა გაძლიერებაში და მათი საქმიანობის სამომავლო ხელშეწყობაში“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.
„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაჯანსაღების, ადამიანების კეთილდღეობის ზრდისა და თანასწორობის განმტკიცების გზაა. იმედი მაქვს, რომ „მეწარმე ქალთა სკოლა“ წარმატებული ბიზნეს-პროექტების ტალღას შექმნის, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნის საქმეში“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა.
ქალთა მიერ შექმნილი საწარმოები ქართული ბიზნესის ერთ-ერთი დინამიკური სექტორია, თუმცა მთლიანობაში, ბიზნეს-გარემო კვლავ მეტწილად კაცების ასპარეზია. ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებს შეადგენს. 2017 და 2019 წლებს შორის, ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა კიდეც და 29 პროცენტს არ აღემატებოდა.
საქსტატის მონაცემებით, ქართველი ქალების 59.5 პროცენტი სამუშაო ძალის გარეთაა დარჩენილი. მსოფლიო ბანკი ამ ვითარებას შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს. [წყარო: ქალები ბიზნესში, 2021. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი]
გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი „მეწარმე ქალთა სკოლა“ სწორედ ამ კომპლექსურ გამოწვევებს ეხმიანება. სკოლის დანიშნულებაა დახმარება გაუწიოს მეწარმე ქალებს და ბიზნესის სამყაროში გამარჯვება ასწავლოს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















