ბრაზილიის სასამართლომ ნეიმარს 50 მლნ დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 16.02.2016
ნანახია: 2501

სან-პაულუს ფედერალურმა სასამართლომ ”ბარსელონას” ფეხბურთელს ნეიმარს აქტივები გაუყინა.

აქტივებს შორის აღმოჩნდა იახტა, თვითმფრინავი და უძრავი ქონება. გაყინული აქტივების საერთო ღირებულება 50 მლნ დოლარს შეადგენს.

ნეიმარს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ. გასულ წელს ბრაზილიის სასამართლომ ფეხბურთელი, მისი ოჯახი და მათთან დაკავშირებული კომპანიები 2011-3013 წლების პერიოდში 16 მლნ დოლარის ოდენობის გადასახადების გადაუხდელობაში დაადნაშაულა. ამ წლებში ფეხბურთელი ბრაზილიის კლუბ ”სანტოსში” თამაშობდა.

თავად ფეხბურთელი ამ ბრალდებებს უარყოფს.

ესპანეთში კი მიმიდნარეობს გამოძიება ნეიმარის ”ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით. გამოძიების ვერსიით, 2013 წელს კატალონიელებს მოთამაშის ტრანსფერი ოფიციალურად გაცხადებულ 57,1 მლნ ევროზე გაცილებით მეტი დაუჯდათ.

გამოძიებისას ”ბარსელონას” პრეზიდენტმა ბარტომეუმ აღიარა, რომ გადასახადების გათვალისწინებით ბრაზილიელის გადასვლა ”ბარსელონაში” კლუბს 86,2 მლნ ევრო დაუჯდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე