მაფია ფარავს დანაშაულის კვალს. არაფერი გამოუვათ, საქართველოშიც და უცხოეთშიც ყველამ ყველაფერი იცის - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:36 | 09.02.2022
ნანახია: 420

"დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა... მაფია ფარავს დანაშაულის კვალს",  - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ანზორ ჩუბინიძეზე წერს, რომელმაც სასამართლოს ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა.

"დღეს, მაფიის ბოსის პირადი დაცვის წევრმა სასამართლოში ჩვენებაზე უარი თქვა. თუმცა, პროკურატურაში მიცემული აქვს საჩვენო ჩვენება. ეს იმავე სერიიდანაა, გორის ჩანაწერები რომ წაშალეს და სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზით, ლონდა თოლორაია ჩანაწერებს არ აქვეყნებს. მაფია ფარავს დანაშაულის კვალს. არაფერიც არ გამოუვათ, საქართველოშიც და უცხოეთშიც ყველამ ყველაფერი იცის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე