82%-ით გაზრდილი გაყიდვები ქართულ ბაზარზე და "ვოლვო ქარ კავკასიას" გეგმები
საქართველო, თბილისი - 13:02 | 09.02.2022 ნანახია: 2048
2021 წელი "ვოლვო ქარ კავკასიამ" გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით დაასრულა. პანდემიური წლის მიუხედავად, თეგეტა ჯგუფში შემავალმა კომპანიამ გასული წლის მონაცემები 2020-თან შედარებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა: ბაზრის წილი საქართველოში 6%, აზერბაიჯანში 2%, ხოლო სომხეთში 8%-ით გაიზარდა.
როგორ მოახერხა კომპანიამ გასული წლის შედეგების გაუმჯობესება და როგორია მათი სამომავლო გეგმები, ამ თემებზე "ვოლვო ქარ კავკასიას" დირექტორი, გაგა კოხრეიძეს საუბრობს.

"უკვე მესამე წელია პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ვსაუბრობთ და გამოწვევებიც ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეპიდემიის საწყის პერიოდთან შედარებით, სიტუაცია ახლა მკვეთრად განსხვავებულია. "ვოლვო ქარ კავასიის" შემთხვევაში 2020 წელთან შედარებით, 2021-ში ბაზრის წილი გავზარდეთ, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში, ყველგან, სადაც "ვოლვო ქარ კავკასია" პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი სადილეროები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, ერევანსა დ ტაშკენტში. ზრდის ტენდენცია გვაქვს გაყიდვებშიც, გასული წელი საქართველოს ბაზარზე 82%-იანი ზრდით დავხურეთ, 25%-ით გაიზარდა გაყიდვები აზერბაიჯანში, 105%-იანი ზრდაა სომხეთის ბაზარზე".
გაზრდილ მაჩვენებლებს კომპანიაში ოთხი ძირითადი მიზეზით ხსნიან, პირველი ეს არის სწორი მარკეტინგული სტრატეგია, პრემიუმ და დახვეწილი ავტომობილები, სწორი საფასო პოლიტიკა, მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი პროფესიონალი გუნდი, რომელიც მუდამ ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე.
"ყველაზე მაღალი მოთხოვნა ვოლვოს პატარა, საშუალო და დიდი ზომის SUV-ებზეა (XC40; XC60; XC90). ბოლო პერიოდში, ძალიან გაზრდილია მოთხოვნა დატენვად ჰიბრიდ ქროსოვერებზე. ბაზარზე ჩვენც სწორედ ის ნიშა დავიჭირეთ, რაც ახალმა მოთხოვნამ გააჩინა. ჩვენს მომხმარებელს დამუხტვადი ჰიბრიდები შევთავაზეთ, რამაც გაამართლა. გაამართლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ სამ ქვეყანაში, სადაც "ვოლვო ქარ კავკასიაა" წარმოდგენილი. არც მოდელების არჩევანში გვაქვს შეზღუდვები და მზად ვართ ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს. "ვოლვო ქარ კავკასიას" საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით კი, 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი ჰიბრიდი უნდა იყოს, მეორე ნახევარი სრულად ელექტრო.
ცხადია, ბიზნესში წარმატება მხოლოდ ციფრებით იზომება და ჩვენც თამამად ვსაუბრობთ ამ მონაცემებზე. როგორც საუბრის დასაწყისშიც გითხარით, გაიზარდა როგორც ბაზრის წილი, ასევე გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი".
ციფრულ სერვისებზე გადასვლის ტენდენცია პანდემიამდე დაიწყო. ეპიდემიის გავრცელებამ კი პროცესი დააჩქარა. ონლაინ მომსახურებაზე მოთხოვნა ბიზნესის ყველა მიმართულებაზე გაიზარდა. გამონაკლისი არც საავტომობილო სფეროა. რისკები იყო, თუმცა "ვოლვო ქარ კავკასია", რომელიც მსოფლიო ტრენდს ყველა სეგმენტში მიჰყვება, ამ შემთხვევაშიც ლიდერი აღმოჩნდა და რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს პირველი ციფრული მაღაზია შესთავაზა.
"ვოლვო ქარ კავკასიამ" 2021 წლის მაისში, პირველი ონლაინ მაღაზია გაუშვა, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ ავტომობილის შერჩევა, არამედ ონლაინ შეძენაც შესაძლებელია. ციფრულ მაღაზიაში 360 გრადუსით (როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის) ყველა საჭირო სპეციფიკაციასთან ერთად, კომპანიის მარაგში არსებული ყველა ავტომობილის დათვალიერება შეგიძლიათ. საქართველოს შემდეგ, უკვე დეკემბერში ონლაინ მაღაზიები უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაეშვა, რომელიც ქართული საიტის ანალოგია. ახალი შეთავაზების შედეგად მნიშვნელოვნად იზოგება ჩვენი მომხმარებლის დრო, რომელსაც შეუძლია სასურველი მოდელის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, მისთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას ციფრულ მაღაზიაში დაათვალიეროს ის და შეიძინოს კიდეც. ტესტ- დრაივისთვის კი შეგვიძლია ავტომობილი მომხმარებელს პირდაპირ სახლის კართან მივუყვანოთ. ჯერ-ჯერობით ონლაინ შერჩევის პროცესის ბოლო ეტაპზე მომხმარებელი მაინც შოურუმში მოსვლას არჩევს, თუმცა ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში ესეც შეიცვლება და მომხმარებელი ავტომობილს, დისტანციურად ღილაკზე თითის დაჭერით შეიძენს".

2021-ის ანგარიშში მოექცა "ვოლვო ქარ კავკასიას" ახალი შოურუმები. გასული წლის იანვარში ვოლვოს სტრანდარტებით გაიხსნა კომპანიის სრულფასოვანი შოურუმი უზბეკეთში, სადაც წარმოდგენილია ვოლვოს შიდაწვის ძრავიანი და დამუხტვადი ჰიბრიდების სრული ხაზი. მაღალი კლასის ავტომობილებთან ერთად მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს სრული სერვისითაც ისარგებლოს.
გარდა ამისა, 2021 წლის ოქტომბერში გაიხსნა pop-up შოურუმი სომხეთში. ეს არის ე.წ. დროებითი შოურუმი, შემდეგ ეტაპს კი უკვე 3S ანუ სრულფასოვანი შოურუმი წარმოადგენს.
ახალ მისამართზე უმასპინძლებს კომპანია მომხმარებელს მალე თბილისშიც.

"ახალი 3S შოურუმის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე 2020 წელს დაიწყო, რომლის ახალ ცხრამეტრიან მინის ფასადს კომპანია სულ მალე ვიზიტორებს წარუდგენს. ახალი შოურუმი და სერვისცენტრი სრულად სკანდინავიელი ავტომწარმოებლის სტანდარტების მიხედვით შენდება. პროექტზე შვედ ავტომწარმოებელთან ერთად ქართულმა საპროექტო კომპანია "გრავიტა"-მ იმუშავა".
ნახევარგამტარების, მიწოდების თუ გადაზიდვების პრობლემის სრულად მოგვარებას მსოფლიო საავტომობილო ბრენდები არც 2022-ში ელოდებიან, თუმცა რიგმა კომპანიებმა უკვე იციან როგორ უპასუხებენ გამოწვევას. "ვოლვო ქარ კავკასიის" დირექტორი გვეუბნება, რომ მიმდინარე წელს კომპანია არა თუ არსებული მაჩვენებლების შენარჩუნებას, არამედ მის გაუმჯობესებას შეძლებს.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















