საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:40 | 09.02.2022
ნანახია: 409

დღეს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების საქმე) მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა მაღალჩინოსნების, მათ შორის პროკურორების ძვირადღირებულ სახლებთან დაკავშირებით ისაუბრა და ფოტოები წარმოადგინა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზიშვილმა მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა, რომ სხდომას დახურავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე