ორი პირის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

საქართველო, თბილისი - 11:06 | 29.09.2015
ნანახია: 2062

სამართალდამცავება 1984 წელს დაბადებული შალვა ა. სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1990 წელს დაბადებული გიორგი დ. და 1983 წელს დაბადებული ირაკლი ე. ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით).

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე