გაერთიანება, რომელიც არ ემყარება ღირებულებებსა და შეხედულებებს, ქვეყანას დიდ წარუმატებლობას მოუტანს - ბოკერია უგულავას ინიციატივაზე

საქართველო, თბილისი - 18:13 | 08.02.2022
ნანახია: 414

გაერთიანება, რომელიც არ ემყარება ღირებულებებსა და შეხედულებებს, ქვეყანას დიდ წარუმატებლობას მოუტანს, ამის მაგალითია "ქართული ოცნება" - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, გიგი უგულავას ინიციატივას ოპოზიციური პარტიების "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს.

"ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობასა და კატასტროფას, ამის მაგალითია "ქართული ოცნება", ამიტომ ამ იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ ჩვენ "ევროპულ საქართველოში", - განაცხადა ბოკერიამ.

დღეს გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე