საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 08.02.2022
ნანახია: 357

საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის – 28,31%, ბოლო 7 დღის – 31,86%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 350 454 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 124 442 გამოჯანმრთელდა, 15 300 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 755 879 აცრა, დღიურად აცრილია 4 023.

კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 082 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 897 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე