სოფელ შილდის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 12:20 | 06.02.2022
ნანახია: 348

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის ​ქრობის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ​ახორციელებდნენ. იმის გამო, რომ ადგილი მიუვალია, ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში მხოლოდ ცოცხალი ძალა ჩაერთო.

ცეცხლი ძირითადად ტყის ქვედა საფარზე იყო გავრცელებული, თუმცა დაიწვა მრავალწლიანი ხეების ნაწილიც.

ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გუშინ, შუადღეს, ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. აალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე